გაკვეთილის გეგმა
გაკვეთილის თემა
|
პერსპექტივა
|
კლასი
|
6ბ
|
მოსწავლეთა რაოდენობა
|
29
|
გაკვეთილის მიზანი
|
მოსწავლეთა ცოდნის გაფართოება პერსპექტივის ძირითადი კანონების გამოყენებით სივრცის გადმოცემის შესაძლებლობებზე, გარემოსა და ბუნებაზე დაკვირვების შედეგების პრაქტიკულ ნამუშევარში გადმოცემის, შეფასებისა და თვითშეფასების უნარ-ჩვევების განვითარება.
|
შედეგი
|
∙ ხატავს სივრცეს პერსპექტივის ძირითადი კანონების გამოყენებით/წინა პლანი, უკანა შუა პლანი,ნახევარტონები.
∙ ნამუშევარში გადმოსცემს ბუნების მოვლენებზე დაკვირვების შედეგებს.
∙ საუბრობს საკუთარ და სხვის ნამუშევრებში გამოყენებულ მხატვრულ ხერხებსა და ელემენტებზე
|
გამოსაყენებელი რესურსები
|
სახელმძღვანელო,სახატავი მასალა,ფურცლები, მხატვრული ილუსტრაციები.
|
წინარე ცოდნა
|
ნამუშევარში კომპოზიციური განაწილების ხერხები
|
გაკვეთილის აქტუალობა
|
∙ პერსპექტივის ძირითადი კანონების გამოსახვის ხერხების გაცნობა.
|
შეფასება
|
განმსაზღვრელი
|
გაკვეთილის მსვლელობა
|
1აქტივობა/10წთ/
გაიხსენოს კომპოზიციის განაწილების ხერხები.
აღწეროს პეიზაჟის ნიმუშზე ასახული ხედი.
როგორაა ასახული ახლომდებარე და შორსმდებარე საგნები
შეადაროს ნამუშევრები ერთმანეთს დაგამოთქვას ვარაუდი, რატომ დაინტერესდნენ მხატვრები სივრცის გადმოცემით.
|
2აქტივობა/10წთ/
სახელმძღვანელოზე მუშაობა.ჯგუფში ილუსტრაციების განხილვა.
| |
3აქტივობა/20წთ/
თეორიული ცოდნა გამოიყენოს პრაქტიკულ ნამუშევარში
წარმოადგინოს ბუნების ამსხველ სურათში წინა,შუა და უკანა პლანი
| |
4აქტივობა/5წთ/
მსჯელობს საკუთარი ნამუშევრის ძლიერ და სუსტ მხარეებზე.
გამოთქვამს აზრს ,თუ რამდენად ქმნის ესა თუ ის ნამუშევარი სივრცის შთაბეჭდილებას
| |
4აქტივობა/5წთ/
მსჯელობს საკუთარი ნამუშევრის ძლიერ და სუსტ მხარეებზე.
გამოთქვამს აზრს ,თუ რამდენად ქმნის ესა თუ ის ნამუშევარი სივრცის შთაბეჭდილებას
|
სამფაზიანი სამოდელო გაკვეთილის გეგმა
სამოდელო გაკვეთილის გეგმა
გაკვეთილის ჩატარების თარიღი---
გაკვეთილის ჩატარების თარიღი---
სკოლა--სსიპ 4-ე საჯარო
კლასი---მე-7 /ბ
მოსწავლეთა რაოდენობა---
საგანი---სახვითი და გამოყენებითი ხელოვნება
პედაგოგი ლია კოტორაშვილი
გაკვეთილის თემა---იდეალური და რეალური ხელოვნებაში
გაკვეთილის მნიშვნელოვნება/ აქტუალობა----
∙ ხელოვნების უნივერსალური ენის შესწავლა და მისი საშუალებით ეროვნულ და ხელოვნების ნიმუშების აღქმის უნარის ჩამოყალიბება და ამ ნიადაგზე მუდმივი ინტერესისა და სიყვარულის გაღვივება ხელოვნებისადმი.
∙ მსოფლიო კულტურულ ფასეულობებთან ზიარება, სამყაროს ერთიანობის განცდის ჩამოყალიბება.
∙ გარემოს ესთეტიკური აღქმისა და მოწესრიგების უნარ-ჩვევების გამომუშავება.
∙ ცოდნის ინტეგრირება და წინარე ცოდნიდან მომდევნო ცოდნაზე დინამიურად გადასვლა.
გაკვეთილის მიზანი----
∙ განსხვავება სხვადასხვა ეპოქის ხელოვნების ნიმუშებს შორის.(ეგვიპტური, ბერძნული, რომაული)
∙ კონკრეტულად გაეცნონ ხელოვნების ნიმუშებსა და შემოქმედებს.ამა თუ იმ ეპოქის ხელოვნების თავისებურებებს.
∙ მოახერხოს სხვადასხვა ეპოქის ხელოვნების ნიმუშებს შორის სხვაობისა და მსგავსების დანახვა .
∙ კონკრეტულ ნიმუშებზე მსჯელობა.
∙ ემოციის, შინაგანი განწყობის დანახვა ხელოვნების ძეგლებში.
∙ გარეგანი და შინაგანი დახასიათება ხელოვნების ძეგლებში, მათი თანხვედრა და მნიშვნელოვნება.
∙ ხელოვნების ნიმუშებში იდეალურისა და რეალურის დანახვა. მსჯელობა რა იწვევს ამ ორი ფაქტორის არსებობას.
∙ ეროვნული სასწავლო გეგმის შემდეგ სტანდარტებზე გასვლა: VII-1, VII-3, VII-4, VII-8, VII-11, VII-12, VII-14.
წინასწარი ცოდნა--ქანდაკების რაობა,/ სხვაობა მრგვალ და რელიეფურ ქანდაკებას შორის,/ ქანდაკების შექმნის ტექნიკური ხერხები (ჩამოსხმა, გამოკვეთა, გამოძერწვა )/ , ქანდაკებაში გამოყენებული მასალები და მათი თავისებურებები,/ პლასტიკური დამუშავების სახეები (განზოგადებული, დაწვრილებითი), პორტრეტი და მისი თავისებურებები, /არქეოლოგია და მისი როლი ხელოვნებათმცოდნეობაში,/ ხელოვნებაში შინაგანი სამყაროს ემოციის, სახასიათო ნიშნების გადმოცემის მნიშვნელოვნება/ ეპოქის და ისტორიული მოვლენების ზეგავლენა ხელოვნებაზე./
რესურსები----წიგნი, რვეული, ილუსტრაცია, დაფა, ცარცი .
საკვანძო მეთოდები და სტრატეგიები---ჯგუფური და ინდივიდუალური მუშაობა. კითხვა -პასუხი, მსჯელობა, პრაქტიკული მუშაობა.
-----------------------------------------------------------------------------------------------------------------
პირველი ფაზა----- პროვოცირება
მასწავლებელი გამოფენს წინასწარ მომზადებულ ილუსტრაციებს და სვამს შემდეგ კითხვებს:
1)რა არის თქვენს წინაშე წარდგენილი?
2) ხელოვნების რომელ დარგებს მიეკუთვნება ეს ნიმუშები?
3)რა არის ხელოვნება?/აქცენტი კეთდება იმაზე, რომ ხელოვნება არის რეალური სინამდვილის ასახვა, სადაც მნიშვნელოვანია არა მარტო გარეგანი მსგავსება, არამედ შინაგანი აღქმაც, შემოქმედისა და მნახველის ემოციური დამოკიდებულება, ხედვა./
4)გავს ეს ნამუშევრები ერთმანეთს?
5)რა განსხვავებას ხედავთ მათში?
6)რომელი მათგანია უფრო ახლოს რეალურ ადამიანთან?
7)რომელია იდეალიზირებული?
მეორე ფაზა----შინაარსის რეალიზება, ცოდნის კონსტრუირება.
მასწავლებელი თავაზობს მოსწავლეებს ეპოქების მიხედვით იმსჯელონ ზემოთ აღნიშნულ თავისებურებებზე.
ეგვიპტე--ა)რელიგიური მოთხოვნებიდან და ფუნქციებიდან გამომდინარე რა ახასიათებს ეგვიპტურ, ხელოვნებას? ბ)როგორ განწყობას გიქმნით მათი ნახვა? რა არის იდიალიზირებული და რა რეალისტური? გ) რა სირთულის წინაშე იდგა ეგვიპტელი მოქანდაკე?/აქცენტი კეთდება იმაზე, რომ იგი ვალდებული იყო შეექმნა ფარაონის როგორც ხვთაების იდიალური სახე და ამასთან რელიგიური მითხოვნიდან გამომდინარე შეენარჩუნებინა პორტრეტული მსგავსება, რათა სულს ეცნო პატრონი და მასში ჩასახლებულიყო./ დ) როგორ წყვეტდა ეგვიპტელი ხელოვანი ამ სირთულეს?
საბერძნეთი--მასწავლებელი წარადგენს ბერძნული ხელოვნების ნიმუშებს, საუბრობს ბერძნული ხელოვნების პერიოდიზაციაზე/არქაული, კლასიკური, ელინისტური/, სთავაზობს ინფორმაციებს მოქანდაკეების მირონის, პოლიკლეტის, პრაქსიტელეს,სკოპასის შესახებ. რის შემდეგაც მოსწავლეებს სთავაზობს იმსჯელონ ა)რა მსგავსებასა და განსხვავებას ხედავთ ეგვიპტურ და არქაულ ქანდაკებებს შორის? ბ)რა მსგავსებასა და განსხვავებას ხედავთ სხვადასხვა პერიოდის ბერძნულ ნიმუშებს შორის? გ)რითი ხსნით ამას? იდიალიზირებულია თუ არა გამოსახული პირები? ეს კონკრეტულ ადამიანს გავს თუ იდეალური ადამიანის კრებითი სახეა? დ) რატომ ხდებოდა საბერძნეთში ადამიანის იდიალიზაცია? ე)როგორ გესმით ბერძნების საყვარელი გამოთქმის არსი--„ლამაზ სხეულში ლამაზი სულია“. ვ)როგორ ამუშავებენ ქანდაკებას ეგვიპტელი და ბერძენი მოქანდაკეები? რომელში უფრო მეტია რეალიზმის ნიშნები?
რომი---მასწავლებელი წარადგენს რომაული ქანდაკების ნიმუშებს. სვავს კითხვას რა არის არქეოლოგია და რა მნიშვნელოვნება აქვს მას ხელოვნების შესწავლის საქმეში? პედაგოგი საუბრობს იმ არქეოლოგიურ აღმოჩენებზე, რომელმაც გაგვაცნო ბერძნული ხელოვნება მათ მიერ აღმოჩენილი ბერძნული ქანდაკებების რომაული ასლების სახით. შემდეგ იწყება მსჯელობა: ა) რა ზეგავლენას ხედავთ ბერძნულ და რომაულ ქანდაკებებს შორის? როგორია რომაული სკულპტურული პორტრეტები იდიალიზირებული თუ რეალისტური? როგორ გესმით პორტრეტის არსი და სად უფროა იგი მიღწეული--ეგვიპტურ , ბერძნულ თუ რომაულ ხელოვნებაში?
მოსწავლეებს ვყოფთ რამდენიმე ჯგუფად და ვთავაზობთ წინასწარ პედაგოგის მიერ მომზადებული ილუსტრაციების გამოყენებით განსხვავებულ დავალებებს:
I -დავალება----მოცემული ილუსტრაციები დაახარისხეთ იმის მიხედვით თუ რომელია იდიალიზირებული და რომელი რეალისტური
II-დავალება----მოცემული ილუსტრაციები დაახარისხეთ იმის მიხედვით თუ რომელია ბერძნული და რომელი რომაული ქანდაკება
III-დავალება----მოცემული ილუსტრაციები დაახარისხეთ იმის მიხედვით თუ რომელია ბერძნულ-არქაული და რომელი ეგვიპტური ქანდაკება
IV -დავალება----მოცემული ილუსტრაციები დაახარისხეთ იმის მიხედვით თუ რომელია რეალური პიროვნების პორტრეტი და რომელი არა
ერთ წუთიანი ფიქრის შემდეგ ჯგუფები წარადგენენ პასუხებს არგუმენტებით./ რეგლამენტი ნახევარი წუთი/
მესამე ფაზა---რეფლექსია/გამთლიანება/
ვავსებთ წინასწარ გამზადებულ სქემას ---რა ვიცოდი, რა ვისწავლე და რა მინდა ვისწავლო?
მოსწავლეებს პირადი სურვილით შესარჩევად ვთავაზობთ საშინაო დავალების ორ ტიპს:
1)დავხატოთ ორი პორტრეტი იდიალიზირებული და რეალისტური.
2)ესე-- „ჩემი მეგობრის პორტრეტი“/წარმოსახვითი ანუ იდიალური და რეალური მეგობარი./
შეფასება: შეფასების რუბრიკის გათვალისწინებით ვაფასებთ მოსწავლეებს აქტიურობაში და ჯგუფურ მუშაობაში გამიჩენილი მონაცემების მიხედვით.
Отправить по электронной почтеНаписать об этом в блогеОпубликовать в TwitterОпубликовать в FacebookПоделиться в Pinterest
Комментариев нет:
გაკვეთილის გეგმა 8 კლასისთვის ხელოვნებაში
mTavari Tema
|
რა არის მხატვრობა?
|
მნიშვნელობა/აქტუალობა
|
ეს თემა ემსახურება ბავშვებში ხელოვნების დარგების შესახებ ცოდნის გაღრმავებას და უვითარებს მათ ამ დარგებს შორის დიფერენცირების უნარს
|
მიზნები და შედეგები
|
გავახსენოთ მოსწავლეებს რა არის მხატვრობა,გავაცნოთ მათ მხატვრობის დარგები ფერწერა და გრაფიკა და კონკრეტულ მხატვრულ ნაწარმოებებზე დაკვირვების შემდეგ შეძლონ მათი ერთმანეთისგან გამიჯვნა.ს.გ.VIII.7. მოსწავლეს შეუძლია გამოიყენოს სახვითი ხელოვნების ელემენტებისა და პრინციპების ცოდნა ხელოვნების კონკრეტული ნიმუშის ანალიზის დროს.
|
თემატური ელემენტები
|
●პირველი ფერწერისა და გრაფიკის ნიმუშები(პირველყოფილი ადამიანის მხატვრობა),
●რა მასალა გამოიყენება ფერწერული და გრაფიკული ნახატისთვის
|
რა ცოდნას უნდა ფლობდნენ მოსწავლეები წინასწარ
|
ნანახი უნდა ჰქონდეთ მხატვრული ნაწარმოებები,როგორც დაზგური ფერწერის ისე მონუმენტური მხატვრობის.ნანახი აქვთ და იცნობენ მსოფლიოში ცნობილ ფერწერის ნიმუშებს,ცნობილ თუ ნაკლებად ცნობილ მხატვრებს,კედლის მხატვრობის ნიმუშებს.
|
შეფასების საგანი და პროცედურები
|
შეფასების სქემა იხილეთ გაკვეთილის გეგმის ბოლოს
|
რა სასწავლო მასალა და ტექნიკური რესურსებია საჭირო
|
სახელმძღვანელო,ილუსტრაციები ფერწერული და გრაფიკული ნაწამროებებით,ინტერნეტში წინასწარ მოძიებულიილუსტრაციებით შექმნილი სლაიდშოუ,სადაც შერეულია ფერწერული და გრაფიკული ნაწარმოებები.ვებსაიტი: burusi.wordpress.com
|
გაკვეთილის მსვლელობა
|
●სიის ამოკითხვა: 5 წუთი
●გამოწვევა:ჩვენი დღევანდელი გაკვეთილის თემაა მხატვრობა,გავიხსენებთ პირველი მხატვრობის ნიმუშებს, სად გვხვდება ისინი და ვის მიერ არის შესრულებული, ჩამოვთვლით ჩვენთვის ცნობილი მონუმენტური ფერწერის ნიმუშებს, მხატვრებს და მხატვრულ ნაწარმოებებს(10წთ.)
●მასწავლებლის საუბარი:ჩამოვთვლი მხატვრობის დარგებს და განვმარტავ რა მასალაა საჭირო თითოეული მათგანის შესაქმნელად(გავმიჯნავ ფერწერას გრაფიკისაგან და ფერად და შავ-თეთრ გრაფიკას)(10 წუთი)
●ილუსტარციების დათვალიერება და მათი დახასიათება მხატვრობის დარგების მიხედვით და ნახატების ამოცნობა და დიფერენცირება:მხატვრობის რომელ დარგს მიეკუთვნება ვან გოგის მზესუმზირები?ფერწერულია თუ გრაფიკული ლეონარდო და ვინჩის ქალის პორტრეტი?თქვენი აზრით რა მასალით არის შესრულებული ედგარ დეგას ბალერინები?მონიტორზე მონაცვლეობით ნაჩვენებ ილუსტრაციებზე ამოიცნობენ ფერწერის და გრაფიკის ნიმუშებს(15 წუთი)
●მოსწავლეების დახმაებით შევაჯამებ გაკვეთილის თემას(ამრიგად,ჩვენი დღევანდელი გავეთილ
ის თემა იყო მხატვრობა და მისი სახეობები,ფერწერა და გრაფიკა,ფერწერული ნახატი იქმნება ტილოზე ზეთის საღებავებით და კედელზე ტემპერით,ხოლო გრაფიკული ნახატი ქაღალდზე ნებისმიერი ხერხით შესრულებულ ნამუშევარს ეწოდება.ფერადი გრაფიკის მასალაა გუაში,აკვარელი,პასტელის ფანქრები და ა.შ. და შავთეთრი გრაფიკის მასალაა უბრალო ფანქარი,ნახშირი,სანგინა და ა.შ.(5 წუთი)
|
დიფერენცირებული სწავლება
|
განსაკუთრებული საჭიროების მქონე მოსწავლეები არ არიან აღნიშნულ კლასში
|
კრიტერიუმები
|
მინიმალური
|
საშუალოზე დაბალი
|
საშუალოზე მაღალი
|
მაქსიმალური
|
1-2
|
3-4
|
5-7
|
8-10
| |
ჯგუფური მუშაობა
| ||||
საშიანო დავალება
|
არ ასრულებს დავალებას
|
იშვიათად ასრულებს დავალებას
|
ხშირად ასრულ.დავ
|
სისტ.ასრულ .დავა
|
გაკვეთილში ჩართულობა
|
არ ერთვება საგაკვეთილო პროცესში
|
ნაკლებად ერთვება საგაკვეთილო პროცესში
|
აქტიურად ერთვება საგაკვეთილო პროცესში
|
სისტემატიურად ერთვება საგაკვეთილო პროცესში აქვს შემოქმედებითი უნარი
|
პრეზენტაცია
|
არ აკეთებს პრეზენტაციას
|
პრეზენტაციას აკეთებს ხარვეზით
|
პრეზენტაციას აკეთებს კარგა
|
პრეზენტ.აკეთებს სისტემატიურად
|
No comments:
Post a Comment