პროექტი

პროექტის მთავარი იდეა:ახლომდებარე ბაზილიკური ტაძრების შესწავლა, ამ ტიპის ტაძრების თავისებურებების განსაზღვრა. პროექტის აქტუალობა: პროექტი აქტუალური იქნება იმით,რომ მოსწავლეები კონკრეტული ტაძრის მაგალითზე შეისწავლიან ბაზილიკური ტაძრების აგებულებას და თავისებურებებს. პროექტის მიზანი: ბაზილიკური ტაძრების თავისებურებების განსაზღვრა. მონაწილეთა ასაკი: 12-15 წელი ვადები/ხანგრძლივობა: 1-2კვირა მოსალოდნელი შედეგები/პროდუქტები, რაც შეიძლება შეიქმნას: საკონფერენციო თემები, გამოფენა, სტენდი, პრეზენტაცია, ბლოგი. პროექტისათვის საჭირო ძირითადი რესურსები: რვეულები, კალმები, ფურცლები ჩანახატებისთვის, ფანქრები, საშლელი, ფოტოაპარატი, კომპიუტერი, პროექტორი. პროექტის მსვლელობა: პროექტის მონაწილე მოსწავლეებისაგან შეიქმნება 4 ჯგუფი. მათ დაევალებათ სხვადასხვა დავალებები. ერთი ჯგუფი მოიძიებს ინტერნეტში ინფორმაციას ბაზილიკური ტაძრების თავისებურებების შესახებ. მეორე ჯგუფი გავა ახლომდებარე ბაზილიკური ტაძრის ადგილზე შესასწავლად.( მაგ: ვალის ღვთისმშობლის სახ. ტაძარი xს.). მესამე ჯგუფი გააკეთებს ამ ტაძრის ჩანახატებს სხვადასხვა რაკურსით. მეოთხე ჯგუფი გადაიღებს ფოტოებს. შემდეგ მოსწავლეები შეადარებენ და გააანალიზებენ ინტერნეტში მოძიებულ და თავიანთ მოძიებულ მასალას. გააკეთებენ შესაბამის დასკვნებს. დაწერენ თემებს, გააკეთებენ პრეზენტაციას. გამოფენენ ნახატებს. შემდეგ მოხდება ამ ყველაფრის წარდგენა შესაბამისი აუდიტორიის წინაშე, გაკეთდება სტენდი და შეიქმნება ბლოგი. საგნებთან/საგნობრივ ჯგუფებთან/ეროვნულ გეგმასთან კავშირი: მოსწავლეები ამ პროექტით გაიღრმავებენ ცოდნას როგორც ხელოვნებაში, ასევე ისტორიასა და ისტ-ში. განივითარებენ დაგეგმვის,ინფორმაციის მოძიების, კვლევის უნარებს. პროექტის ხელმძღვანელი: ლია კოტორაშვილი ხელმძღვანელის ელ.ფოსტა: kotorashvili29@gmail.com პროექტის ვებ-გვერდი/ბლოგი: გამოქვეყნდება პროექტის დასრულების შემდეგ.

No comments:

Post a Comment